,,დაიგინები? გაჩუმდი, უწიგნურო!”- დაპირისპირება ხატია დეკანოიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს  განიხილავენ  ერთმანეთს სიტყვიერად ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე და ”ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ.

,,ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება. ამას არაფერი არ შეცვლის! მიშა, ძალიან უწიგნური ხარ! რომ იცოდე. მე, მაგალითად, წიგნს წავიკითხავდი შენ ადგილას. უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი არ იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი“- მიმართა ხატია დეკანოიძე ყაველაშვილს.

ყაველაშვილის თქმით, დეკანოიძე არის იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარ სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

,,ნუ გვაშინებ, რა….საკუთარი სამშობლო დაადანაშაულე რუსეთის სანქციებზე, ეგ ადამიანი ხარ შენ… შენ წარმოადგენ უკრაინული ხელისუფლების… – უთხრა დეკანოიძეს ყაველაშვილმა.

,,დაიგინები? გაჩუმდი, უწუგნურო!” – მიმართა ყაველაშვილს დეკანოიძემ.

 

მსგავსი თემები