,,ორ წიგნს წავიკითხავდი და ისე მოვიდოდი… ძალიან უწიგნური ხარ”- დეკანოიძე ყაველაშვილს

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს ხმაურის ფონზე განიხილავს.

კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე და ”ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ.

,,შენ ადგილას ორ წიგნს წავიკითხავდი და ისე მოვიდოდი… ძალიან უწიგნური ხარ,”- მიმართა ხატია დეკანოიძე ყაველაშვილს.

“წიგნი რა შუაშია?! თქვენ განათლება მარტო წიგნების კითხვა გგონიათ, ეგრე არ არის” – უპასუხა გამიჯნულმა დეპუტატმა

მსგავსი თემები