დასანანია, რომ კანონი არ მიგვაღებინეს – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით,  დასანანია, რომ საქართველომ ე.წ. აგენტების კანონი ვერ მიიღო.

მისივე თქმით, დასანანია, რომ საქართველო არ იქნება იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც  ეტაპობრივად მიიღებენ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის ან კონტროლის შესახებ კანონს.

,,იმ ფაქტმა, რომ ჩვენ, საქართველოს, და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, იქნება დასანანი, სანანებელი. არ არის გამორიცხული, რომ ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ჰქონდეს საკმაოდ მძიმე შედეგიც. რეალობა არის ის, რაც არის. იმ კონტექსტში ერთადერთი სწორი, გონივრული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო კანონის გაწვევა. სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, მაგრამ შედეგიც უნდა გვესმოდეს, რაც დადგა. ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ, რომ არა მხოლოდ კანადა, რომელიც ევროპული კონტინენტი არ გახლავთ, მაგრამ მაღალი ხარისხის დემოკრატიული და ლიბერალური ქვეყანაა, მას ვერ დააბრალებ, რომ არის რუსეთი ან რუსეთის პროვინცია, არამედ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული, ეტაპობრივად მიიღებს სწორედ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის ან კონტროლის შესახებ კანონს. დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები