რუსეთმა ომში 200 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა – ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაური

ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაური, კრისტოფერ კავოლის განცხადებით, ომის დაწყებიდან  დღემდე 200 000-ზე მეტი რუსი სამხედრო და 1 800-ზე მეტი ოფიცერი დაიღუპა ან დაიჭრა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთმა ომში 2000-ზე მეტი ტანკი დაკარგა და ყოველდღიურად საშუალოდ 23 000 საარტილერიო ჭურვს ხარჯავს.

„ვინმე თუ მოდის ტანკებით, თქვენ ასევე უნდა გქონდეთ ტანკი, თუმცა ცივი ომის ერთ-ერთი გაკვეთილი უკავშირდება იარაღის სიზუსტეს. ეს არის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია სამხედრო წარმოების სიმძლავრე. ომს ის იგებს, ვინც უფრო სწრაფად აწარმოებს იარაღს“, – განაცხადა კავოლიმ.

მსგავსი თემები