ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ, რადგან ის არავაქცინირებულია.

სერბი ჩოგბურთელი  მისთვის გამონაკლისის დაშვებას ითხოვდა, თუმცა უარი ეთქვა. შესაბამისად, ჩოგბურთელი ინდიან უელსის და მაიამის ტურნირებს გამოტოვებს.

ცნობისთვის, აშშ-მ არავაქცინირებული უცხოელების ქვეყანაში შეშვებაზე აკრძალვა 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

მსგავსი თემები