,,ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს”- მიხეილ სააკაშვილს მკურნალი ექიმი შეეცვალა

კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძეს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სურვილის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმი შეცვალეს. ამიერიდან მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ლუიზა შენგელია იქნება.

,,ის რაც განაცხადა ქალბატონმა თამარმა, რა თქმა უნდა, პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო რა თქმა უნდა, პაციენტის ინიციატივა და მე კიდევ ხაზს ვუსვამ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს, ამიტომ გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი თუ მოთხოვნა და ჩანაცვლდა ახალი ექიმ-თერაპევტით, ესაა ქალბატონი ლუიზა შენგელია, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ვთქვი და მე იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტი ამ შემთხვევაში მაინც კიდევ უფრო მეტად გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი თემები