,,პრეზიდენტს კონსტიტუცია შემიძლია ვაჩუქო, წაიკითხოს თავისი ფუნქციები”- გურამ მაჭარაშვილი

,,თუ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუცია მე შემიძლია ვაჩუქო და წაიკითხოს თავისი ფუნქციები. რა არის პრეზიდენტის ფუნქციები,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სალომე ზურაბიშვილი იმისთვის არ აურჩვია, რომ საგარეო ან საშინაო პოლიტიკა გაატაროს.

,,თუ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუცია მე შემიძლია ვაჩუქო და წაიკითხოს თავისი ფუნქციები. რა არის პრეზიდენტის ფუნქციები და რომ წაიკითხავს ნახავს, რომ ის არ მართავს ქვეყანას და ქართველ ხალხს ის არ აურჩევია იმისთვის, რომ საგარეო ან საშინაო პოლიტიკა გაატაროს. და თუ იგი განცხადებებს აკეთებს და არ შეუძლია რომ საქართველოს სასარგებლო განცხადება გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ აკეთებს. ჩვენ ბევრ ვინმეს დავუჭირეთ მხარი, ამას ვაღიარებ, მაგრამ სამწუხაროდ ზოგ მათგანმა მოახერხა ის, რომ უცხო ქვეყანაში სხვა ძალებთან გააბა კავშირი, სამწუხაროდ და ნუ, ანტიქართული ინტერესების გატარება დაიწყო. ფაქტია, რომ პრეზიდენტი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა. 

მსგავსი თემები