,,დამაზიანებელია ხშირ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებები”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ხშირ შემთხვევაში დამაზიანებელია.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყველანაირ კონსტიტუციურ ფუნქციას, როლს, უფლებამოსილებას გადაუსვა ხაზი.

,,სალომე ზურაბიშვილს აქვს გარკვეული როლი, გარკვეულო ფუნქცია კონსტიტუციის მიხედვით, ყველანაირ ფუნქციას, ყველანაირ როლს გადაუსვა ხაზი, კონსტიტუციურ თავის უფლებამოსილებას და გადავიდა რაღაც აბსოლუტურად სხვა პლატფორმაზე. ამან განაპირობა თუ არა მისი არმოწვევა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, მე ვერ გეტყვით. მე ჩემს დამოკიდებულებას გიზიარებთ – დამაზიანებელია ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები, თუნდაც, უსაფრთხოებისათვის, საქართველოს ავტორიტეტისთვის და უამრავი სხვა ასპექტით ის განცხადებები, რომელსაც აკეთებს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები