სლოვაკეთის პრემიერმა ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება, რომ ევროპა იყოს ძლიერი“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

ჰეგერმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინდივიდუალური ძალისხმევა გასწიოს,  ევროკავშირის წევრობისთვის.

„ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინდივიდუალური ძალისხმევა გასწიოს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ მათ ძალისხმევაზე დაყდნობით უნდა გადაწყდეს, როდის შევლენ ისინი ევროკავშირში“, –  განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

მსგავსი თემები