,,დაასრულეთ ეს ომი”- ანალენა ბერბოკი ლავროვს

დაასრულეთ ეს ომი, – ამ სიტყვებით  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიმართა.

ანალენა ბერბოკმა რუსეთი დიდი ოცეულის მუშაობის პარალიზებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის. დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

მსგავსი თემები