„ვერავინ გეტყვით ზუსტად, როდის დასრულდება ეს ომი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით,  ალიანსის მოკავშირეები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი.

„მთავარია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ზუსტად  ვერავინ გეტყვით,  როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც დასრულდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ გააგრძელებს მეზობლებზე თავდასხმას. უნდა გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, მაგრამ ასევე მოვძებნოთ ჩარჩოები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი სხვა დროს არ შეიჭრას უკრაინაში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები