„ნამდვილად მინდა, გამარჯვებას წელს მივაღწიოთ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის დარწმუნებულია გამარჯვებაში და დიდი სურვილი აქვს, რომ ეს გამარჯვება წელს დადგეს.

„ნამდვილად მინდა, გამარჯვებას  წელს მივაღწიოთ. თუ ყველა ჩვენგანი – პარტნიორებიც და ჩვენც ქვეყნის შიგნით, ერთ მუშტად შეკრული დავრჩებით, თუ პარტნიორები იქნებიან ერთიანები და შეასრულებენ ყველა დაპირებას,  მჯერა, რომ გამარჯვება დადგება. ძალიან მინდა, ეს წელს მოხდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს, გვაქვს მოტივაცია, თავდაჯერებულობა, გვყავს მეგობრები, დიპლომატია. ვერც ერთი ქვეყანა გაუძლებდა დამოუკიდებლად ასეთ ომს. შესაძლოა, აშშ შეძლებდა, თუმცა, საბედნიეროდ, მათ არ აქვთ საზღვარი რუსეთთან. უკრაინა ამ ომის წინაშე მარტო არ დგას, ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს და საერთაშორისო მედიის კითხვებს პასუხობს.

 

 

მსგავსი თემები