„გამოხვალთ ბევრნი – 3 დღეში დასრულდებიან; გამოხვალთ ცოტანი – ერთ კვირაში“ – აკია ბარბაქაძე

„ესენი დასრულდებიან თავისით. გამოხვალთ ამდენი? – სამ დღეში დასრულდებიან; გამოხვალთ ნაკლები – ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან” – ასე მიმართა სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ. როგორც ბარბაქაძემ აღნიშნა, ორშაბათიდან პერმანენტული აქციები დაიწყება, რომელიც მიმართული იქნება „ამათ“ დასასრულებლად.

„ორშაბათიდან, 27 თებერვლიდან ქვეყანაში პერმანენტული აქციები იწყება. ყველანი გავერთიანდებით, საბჭოში შემოვა ყველა აქ მყოფი პარტია. „ნაციონალური მოძრაობა”, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი. ყველა პარტიას დაველაპარაკებით ძალა ერთობაშია. მონობა უნდა დასრულდეს.

ორშაბათს არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერია საჭირო. უნდა გამოხვიდეთ, დადგეთ და მოითხოვოთ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს თქვენთვის, გავაკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ, თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება… თქვენ ხელშია ძალაუფლება, რასაც თქვენ იტყვით, ის გაკეთდება. ორშაბათიდან ვიწყებთ მოძრაობას, ძალიან მარტივია ამათი დასრულება. დასრულდებიან თავისით, გამოხვალთ ამდენი – სამ დღეში დასრულდებიან’ გამოხვალთ ნაკლები – ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან”, – განაცხადა აკია  ბარბაქაძემ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე.

 

მსგავსი თემები