,,ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს ამ რთულ დროს”- ლუკაშენკო ბჟანიას

ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთვის გაუგებარია ოფიციალური თბილისის პოზიცია მისი და ოკუპირებული აფხაზეთის, დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვედრებზე. ლუკაშენკოს უკვირს, რატომ მოჰყვა უარყოფითი შეფასებები მის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის სექტემბრის ბოლოს.

„მხოლოდ ერთი აზრი არ მტოვებს: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მკვეთრად ჩვენს შეხვედრებზე. მართლა შეუძლებელია ადამიანებს, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ? იქნებ ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ არასდროს დავგეგმავთ რაიმე ქმედებას თბილისის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ბელარუსის ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრა.

,,ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდეს. აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელარუსებს.

ტურისტული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციების დაწესება. ჩვენს ხალხს უნდათ ზღვის მონახულება. ჩვენ ყოველთვის მოვდიოდით, სოხუმში და ბათუმში, თბილისში და ა.შ. მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ აფხაზეთი მოწყვეტილი აღმოჩნდა. არა გამოუცხადებელი, არამედ მოწყვეტილი და მოთხოვნა ძალიან დიდია.

რატომ არ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთს? ამიტომ ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას, უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ არის საჭირო ამ საფუძველზე ურთიერთობების გამწვავება. პირიქით, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს ამ რთულ დროს. თბილისიც, სოხუმიც და მინსკიც…”- განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მსგავსი თემები