,,ზახაროვამ პირდაპირ თქვა, რისთვისაც არის ეს ადამიანი აქ” – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილი ზახაროვას ამ გზავნილს “საჩუქრად” და მტკიცებულებად მიიჩნევს.

,,კარგი ის არის, რომ ზახაროვას კომენტარი გაჩნდა, ხომ? გამობრძანდა ქალბატონი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რისთვისაც არის ეს (სააკაშვილი) აქ. ეს პირდაპირ საბუთია გაცემული, რომ რას აკეთებს ეს ადამიანი და  მიზეზი, რატომ არის ეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში. წაუკითხავს და მიაჩნია, რომ ეს პირდაპირ საჩუქარია,” – განაცხადა ალასანიამ.

„სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს“ – მარია ზახაროვა

მსგავსი თემები