,,დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, თუმცა უარს ვამბობთ”- ირაკლი ზარქუა

,,დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ,” – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ 24 თებერვალს უკრაინამ სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია, თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” წასვლაზე უარი განაცხადა.

„როცა უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როცა პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მე მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს.

ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ, მათ შორის, ევროპულმა ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ, როცა უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ, თქვენც შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში ბავშვების და ა.შ. და შემდეგ დაამატეს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ბუნებრივია, ეს ურთიერთობა არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა ზარქუამ.

,,24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, საქართველოს დელეგაციაც მიიწვია, „ქართულმა ოცნებამ“  უარი განაცხადა”- გიორგი ვაშაძე

მსგავსი თემები