სირიაში მიწისძვრის შემდეგ, ერთ-ერთი ციხიდან მინიმუმ 20 პატიმარი გაიქცა

სირიის ჩრდილო-დასავლეთით, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ რაჯოს ციხიდან, სულ მცირე, 20 პატიმარი გაიქცა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელსაც რეგიონში ათობით ბიძგი მოჰყვა, ციხის კედლები და კარი დააზიანა.

“მიწისძვრის შემდეგ, ქალაქი რაჯო დაზარალდა, რის შემდეგაც პატიმრებმა დაიწყეს აჯანყება და აიღეს კონტროლი ციხის ნაწილებზე…დაახლოებით 20 პატიმარი გაიქცა. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არიან”, – განუცხდა მედიას წყარომ.

 

მსგავსი თემები