რატომ არის სასარგებლო სტერილიზაცია/კასტრაცია თავად ცხოველისთვის? – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თუ რატომ არის სასარგებლო სტერილიზაცია/კასტრაცია (ჰუმანური გზით გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა) თავად ცხოველისთვის.

,,სტერილიზაცია ძუს, ხოლო კასტრაცია ხვად ცხოველს უტარდება, რაც:

პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას – მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;

ჰუმანური გზით შემცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა;

მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს;

დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას;

ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს;

დაგიზოგავთ თანხას – ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება.

გასტერილეთ თქვენი ცხოველი. ერთად შევუწყოთ ხელი დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები