ხანძარი ჩილეში – დაიღუპა სულ მცირე 24 ადამიანი

სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა ჩილეში ტყეში გაჩენილ ხანძარს, დაშავებულია 1000-ზე მეტი.

ხანძრის ქრობის ოპერაციას მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს. ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.

ოფიციალური ინფორმაციით, განადგურებულია 270 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის ასობით კერაა.

 

მსგავსი თემები