სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, სტიქიას 237 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულ პროვინციებს შორისაა ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი.

თურქეთში ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა.

მსგავსი თემები