თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება, კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგება, სანქციების საფრთხე შეექმნებათ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

“ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის”, – განაცხადა “ამერიკის ხმასთან” სახელმწიფო დეპარტამენტმა.

 

მსგავსი თემები