მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდათ  მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს, რადგან მიაჩნდათ, რომ მათ მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო.

პროკურატურა კი ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პირველი  ინსტანციის სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი  სცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან – თაღლითობაში მონაწილეობაზე.

 

მსგავსი თემები