რუსეთმა ომში უკვე დაახლოებით 118 530 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 იანვრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 118 530; ​ტანკი – 3 136 ; ჯავშანტექნიკა – 6 235; საარტილერიო სისტემა – 2 122; სარაკეტო სისტემა – 442; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220; თვითმფრინავები – 287; ვერტმფრენი – 277; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 882; საკრუიზო რაკეტები – 749; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 896; გემი/ნავი/კატარღა – 17; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 190.

მსგავსი თემები