საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 62,9 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 22,2 მილიარდი აშშ დოლარი (62,9 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 97,5%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი ორი კომპონენტისგან შედგება: სახელმწიფო ვალი, რომელიც აერთიანებს სამთავრობო სექტორს, სახელმწიფო საწარმოებს, ეროვნულ ბანკს და კერძო სექტორს, რომელიც მოიცავს როგორც საბანკო ისე სხვა სექტორებს.

„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (27.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.3 მლრდ აშშ დოლარი (20.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 868.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 399.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (16.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.7 მლრდ აშშ დოლარი (33.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 51.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია (15.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.7 პროცენტია.

2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 30.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 32.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 868.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 443.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – წერს ეროვნული ბანკი.

მსგავსი თემები