,,მანქანების გამონაბოლქვის ნორმა მკაცრდება”- ვაჟა იორდანიშვილი  „მედიაცენტრ მთავარში“

,,2023 წლის პირველი იანვრიდან გამონაბოლქვის ნორმა მკაცრცდება. თუ აქამდე ნახშირჟანგის შემცველობა მაქსიმუმ დასაშვები იყო 0.6%, პირველი იანვრიდან გახდა 0.55%,”- ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ვაჟა იორდანიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წელს დაგეგმილია აღნიშნული ნორმის კიდევ უფრო გამკაცრება.

,,პრიორიტეტი ყოველთვის არის ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი ნორმები, ეს ასახულია რეგლამენტშიც. ის ავტომობილები, რომლებიც ქარხნებმა გამოუშვეს კატალიზატორ-გარდამქმნელით მათთვის არის ნორმა 0.55% დადგენილი. 2024 წელს დაგეგმილია კიდევ უფრო გამკაცრება და ეს ნორმა 0.5%-მდე ჩამოდის, ხოლო 2025 წლიდან ყველა ავტომობილი დაექვემდებარება შემოწმებას კატალიზატორ-გარდამქმნელზე,”- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“.

რა სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება 2023 წელს – ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები