„ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადებები უნდა მოისმინოთ, როგორც „შაბათის შოუ“, გასართობი”- ირაკლი ზარქუა

,,უნდა უყუროთ, როგორ აგინებენ „ნაცმოძრაობის“ წევრები ერთმანეთს. საღამოს უნდა ჩართოთ ტელევიზორი და მოისმინოთ მათი განცხადებები, როგორც „შაბათის შოუ“, გასართობი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ბრძოლა სკამისთვის , რომ შემდეგ კეზერაშვილის ფულები გაინაწილონ.

„გუშინ „ნაცებმა“ თავისი ასკაციანი „ლაშქარი“ რამდენიმე ფრონტად დაყვეს და ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები, ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს, მარაზმი ხდებოდა გუშინ, მეტი არაფერი. ეს აჩვენებს, რომ იმათ ის პატიმარიც  არ აინტერესებთ. ეს არის ბრძოლა სკამისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ შემდეგ კეზერაშვილის ფულები გაინაწილონ, ვინც ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. უბრალოდ უნდა ვუყუროთ, როგორ დასდევენ ერთმანეთს, როგორ აგინებენ, საღამოს უბრალოდ უნდა ჩართოთ, როგორც „შაბათის შოუ“, გასართობი და უყურო, მოისმინო, ერთის, მეორის, მესამის, მერე ისევ პირველის განცხადებები – აგონიაში არიან. ყოველთვის ასეთი პარტია იყო, ვიწროპარტიულ ინტერესებზე ფიქრობდნენ. ახლა ვინც აღზარდეს, ვინც გამოიჩეკნენ, სამი თუ ოთხი, რომ კითხო ყველა ლიდერია, მაგრამ გამოკვეთილი ვინც არის, იბრძვის კეზერაშვილის ფულისა და გავლენებისთვის პარტიაში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი გამოუვიდა და ვაშაძე, რომელსაც 3 თუ 4 ადამიანი ჰყავდა პარტიაში და ბოლოს ორი შემორჩა… ამ კაცის ჩატარებული აქციების არ მჯერა. ვისაც სჯერა, გაყვეს. რა ვაშაძე, რა აქციები, რა ცხელი ზამთარი თუ შემოდგომა, კარგი რა! ერთი ხელმოცარულია, რომელიც ვიღაცისგან დაფინანსებას იღებს, კარგად ვიცით ვისგანაც და ცდილობს ეს დაფინანსება გაამართლოს, ვითომ რაღაცას ცდილობს. ის გიჟი „ჯაფარა“ რომ დარბოდა ვითომ გასულ წელს, აზომვებს რომ აკეთებდა ვითომ აქ, რაღაც მარაზმი, მეორე რუსეთიდან ფინანსდება ქალბატონი ხოშტარია და მერე თქვა, მე არა მამაჩემიო და ამ „ტროიკას“ მიერ მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას რა. შეიკრიბება ისევ 15-20 კაცი, როგორც დარბოდნენ, მოატყუებენ ერთმანეთს, მერე ისევ დაიშლებიან, მერე ისევ შეიკრიბებიან. სად არის ცხელი შემოდგომა რომ დაგვიანონსეს? ზამთარიც ცხელი უნდა ყოფილიყო. თბილი ამინდი კი გვაქვს, მაგრამ ეს ვაშაძეს არ უკავშირდება. ვურჩევდი, თუ რამე სათქმელი აქვს, გამოიყენოს პარლამენტი და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას შემოუერთდეს,“ – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები