მაკრონის განცხადებით, ომის დასრულებისას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს როგორც უკრაინამ, ასევე რუსეთმა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს როგორც უკრაინამ, ასევე რუსეთმა.

მაკრონის თქმით, ომი უკრაინაში მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

„მშვიდობა მოითხოვს მოლაპარაკებას, უპირველეს ყოვლისა, გარანტიებს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეს ეხება უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე რუსეთისთვის, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მხარისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, „ის ხალხი, ვინც ამის მომზადებაზე და ამაზე მუშაობაზე უარს ამბობს, სრულმასშტაბიანი ომის მომხრეა, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს“.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთისთვის არის შიში, რომ ნატო მიუახლოვდება მის კარებს, ეს ეხება შეიარაღების განთავსებას, რომელსაც შეუძლია, საფრთხე შეუქმნას რუსეთს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები