„მისი მეუღლე პოლიციელთან მეგობრობდა, ჯერ „ფეისბუქის“ გვერდიდან დაიმეგობრა“ – გაუჩინარებული რამაზ გერლიანის საქმე

გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ახლობლები აცხადებენ, რომ მისი ყოფილი მეუღლე იმ პოლიციელთან მეგობრობდა, ვისთანაც გერლიანს პრობლემები ჰქონდა და დახმარებას სხვადასხვა უწყებიდან ითხოვდა.

„რამაზის პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ მისი ყოფილი  მეუღლე იცნობდა აღნიშნულ პიროვნებას. თავდაპირველად დაუკავშირდა ყალბი „ფეისბუქ გვერდიდან“, „ავტონაწილების ჯგუფის“ სახელით გაეცნო და შემდგომ რეალური „ფეისბუქ გვერდიდან“ განაგრძეს ურთიერთობა. ამის შემდეგ მოხდა, რომ ააკითხა სახლში მოსანახულებლად და რამაზმა აღმოაჩინა თავის სახლში ეს პოლიციელი, ისინი მეგობრობდნენ“, – განაცხადა ირაკლი მაკალათიამმედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ საუბარია პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილზე, რომელზეც გაუჩინარებული რამაზ გერლიანი სოციალურ ქსელში წერდა და შანტაჟსა და ძალადობაში ადანაშაულებდა. რამაზ გერლიანს, ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. მან წერილი და მობილური ტელეფონი დატოვა სადაც მნიშვნელოვანი გზავნილებია.

მსგავსი თემები