,,პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა ომის წამოწყებით”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა ომის წამოწყებით. მისი თქმით, მოლაპარაკება რუსეთის ლიდერთან ჯერ კიდევ “შესაძლებელია”.

“ვფიქრობ, პრეზიდენტმა პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა ამ ომის წამოწყებით”, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონი იმედოვნებს, რომ პუტინი “რაციონალური” იქნება ომის მოლაპარაკებით დასასრულით – “შეუძლებელია მაგიდასთან დაბრუნება და რაიმეზე მოლაპარაკება? ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.”

მსგავსი თემები