,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პატრიარქსაც აქვს”- მეუფე ნიკოლოზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია აქვს საქართველოს პატრიარქსაც.

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ აცხადებს, რომ “ვივა მედის” პალატაში ნანახს და მოსმენილს ყოველთვის უყვება ილია მეორეს.

მეუფის განცხადებით, კლინიკაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, ილია მეორეს კურთხევით, მიდის.

მსგავსი თემები