,,მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკიდან იყოს დისტანცირებული”- ეკა ხერხეულიძე

,,მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული,”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განცხადა.

ხერხეულიძის თქმით, მას შაბათს, 3 დეკემბერს დაანონსებული აქცია მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

,,მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან.

მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული. ლევანმა წუხელ გვიან გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. მე დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მე დღეს ვნახე ამ ემოციების ფონზე გაკეთდა, იმ წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი, ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს”, – განაცხადა აეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები