აფეთქება იერუსალიმში – არის მსხვერპლი

იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის ორ გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. ორი დაშავებულის  მდგომარეობა მძიმეა, ისინი  საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პირველი აფეთქება იერუსალიმის შესასვლელთან, დილის 07:06 საათზე მოხდა, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. “ისრაელის არმიის რადიოს” ინფორმაციით, აფექთება ადგილზე დადგმულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

მეორე აფეთქება დაფიქსირდა ქალაქის “რამოტის გასაყარზე” დილის 7:30 საათზე, განაცხადა პოლიციამ. მათივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან 3 ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით იქნა ევაკუირებული.

ისრაელის პოლიცია იძიებს  ვინ დგას მომხდარის უკან.

მსგავსი თემები