რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო დაბომბეს – დაიღუპა ახალშობილი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ახალშობილი დაიღუპა.

„ღამით, რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარება იპყრობს ჩვენს გულებს – ახალშობილი მოკლეს”, – წერს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი.

 

მსგავსი თემები