,,თუ ”ენმ” ორ ამოცანას ვერ შეასრულებს, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში”-ხატია დეკანოიძე

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

დეკანოიძეს განცხადებით, პარტიის წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა და ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გეგმა როგორ გადაჭრის ამ ამოცანებს.

პოლიტიკოსის შეფასებით, ის ისურვებდა დაპირისპირება, რაც სოციალურ ქსელშია მათ მომხრეებს შორის არ ეხილა.

„თუ ჩემი პარტია ვერ შესრულებს და ასევე, მე პირადად, არ შევასრულებ იმ ამოცანას რომელიც გვაკისრია ამომრჩევლების მიმართ – ორი ამოცანაა: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ნიკასიც [გვარამია], ეს ერთი და თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში, “- აღიშნა დეკანოიძემ

მსგავსი თემები