კომპანიებმა სემეკს გაზის ტარიფის დადგენის წინადადებით მიმართეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის  თქმით, გაზის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით კომპანიებმა სემეკს მიმართეს. როგორც დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ტარიფის დადგენა მატებას არ გულისხმობს.

„გაზის ტარიფების დადგენაზე ყველა კომპანიას აქვს განაცხადი შემოტანილი. კომპანიები განაცხადს ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე წარმოადგენენ. მიმდინარეობს მათი ხარჯების დეტალური აუდიტი მარეგულირებელ კომისიაში. ასევე, წარმოდგენილია საინვესტიციო განაცხადები სად რა ახალი პროექტები უნდა განვითარდეს. ეს ყველაფერი ერთად იქნება განხილული დეკემბერში დაგეგმილ კომისიის სხდომაზე. ტარიფების ცვლილება იქნება, თუმცა, ზრდას არ ველოდებით.ზოგი მინუსით კორექტირდება, ზოგი პლიუსით. ამ ეტაპისთვის, არსებით ზრდას არ ველოდებით“ – განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები