ინგრევა, გადაადგილება საშიშია, თუმცა, 1 წელია ყურადღებას არავინ აქცევს

ეს შენობა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერწოს ქუჩაზეა. შენობა ავარიულია და ნახევრად დანგრეული. ბეტონის ფილები კედლიდან დროდადრო ცვივა. არადა, ადამიანები მოძრაობენ, ტრანსპორტი გადაადგილდება. მეორე სართულის კუთხის კედელი საერთოდ ჩამოშლია და თითქოს დაკიდულია პატარა კუთხით. მეპატრონეები აცხადებენ, რომ დემონტაჟის უფლებას არ აძლევენ.

შენობის გვერდით მეორე, ანალოგიური თითქმის დანგრეული შენობა დგას. ისიც, ქარმა დაანგრია. შენობის ქვეშ მანქანა მოყვა, რომელიც მთლიანად დაჭყლიტა. ადამიანური მსხვერპლი მხოლოდ იმ მიზეზით არ ყოფილა, რომ იმ დროს არავინ გადაადგილდებოდა. ერწოს ქუჩაზე, ერთმანეთის მიყოლებით 2 ასეთი, ნახევრად დანგრეული შენობა დგას. ადგილობრივი მაცხოვრებლები პრობლემაზე საუბრობენ, თუმცა, თითქმის ერთ წელია, საკითხი უცვლელია.

მედიაცენტრ მთავარმა“ კონკრეტული საკითხი არაერთხელ გააშუქა, თუმცა, პრობლემა პრობლემად რჩება.

თბილისში ავარიული შენობა ჩამოინგრა, პასუხისმგებელი არავინაა

მსგავსი თემები