„მისაწოდებელი გაზის ფასის ზრდის საფრთხე არ არსებობს“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“  

„გამომდინარე იქიდან,  რომ ჩვენ არ ვართ პირდაპირი გზით  გაზის მყიდველი ბირჟაზე და აზერბაიჯანთან გრძელვადიანი მოწოდების ხელშეკრულება არსებობს, შესაბამისად, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებზე გაზის ფასის მკვეთრი ზრდა ჩვენთან არ ასახულა“ – აცხადებს დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის თქმით, ტენდენცია შენარჩუნდება და მომხმარებლისთვის ფასი არ გაიზრდება.

„არსებული ტენდენცია შენარჩუნდება. ანუ, ფიქსირებულ ფასად, რაც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, ქვეყანა მიიღებს გაზს. მისაწოდებელი გაზის ფასის ზრდის საფრთხე არ არსებობს. ელექტროენერგიას რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასი სხვადასხვა პერიოდში მერყეობს. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანას რა მოცულობის ელექტროენერგია რა ფასად გააჩნია. აქედან გამომდინარე, პერიოდულად, ელექტროენერგიაზე ფასები იცვლება, თუმცა, არსებითი და მყისიერი ზრდა აქაც არ გვაქვს“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები