რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა.

მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინისგან წერილობითი გარანტიები, რომლის თანახმადაც,  „მარცვლეულის დერეფანი“ მოსკოვის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად არ იქნება გამოყენებული.

„შევძელით, მიგვეღო აუცილებელი წერილობითი გარანტიები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ჰუმანიტარული დერეფნისა და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად უკრაინის პორტების გამოუყენებლობის შესახებ. რუსეთის ფედერაციას მიაჩნია, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისია და განვაახლებთ შეთანხმების შესრულებას“, – აღნიშნავენ უწყებაში.

მსგავსი თემები