ლიკანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ბინაში მცხოვრები ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპისთვის, აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობა სრულად არის ევაკუირებული.

აფეთქების შედეგად, კორპუსის ნაწილი დაინგრა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

 

მსგავსი თემები