„ საპატრიარქო არის დიდი გირა, რომელიც ყველას დაეცემა თავზე და გასრესს“ – ანდრია სარია

„საპატრიარქო ერთგვარ საჰაერო ბუშტს დაემსგავსა, რომელიც მაღლა მიფრინავს და პოლიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ზემოთ მიიწევს, მაგრამ საბოლოოდ მიხვდებიან, რომ ეს არის დიდი გირა, რომელიც ყველას დაეცემა თავზე და გასრესს,“ – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის შიგნით არ არის მისი განვითარების ინტერესი და პრობლემაც ძალიან ბევრია, რის მოგვარებაზეც არავინ ზრუნავს.  

„სამწუხარო რეალობაა, რომ ეკლესიის შიგნით არ არის ეკლესიის განვითარების ინტერესი. რაც უნდა „დავარცხნილად“ და ლამაზად გადმოგვცენ, რომ პრობლემები არ არის, ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემების მოგვარება არ ხდება. საპატრიარქო ერთგვარ საჰაერო ბუშტს დაემსგავსა, რომელიც მაღლა მიფრინავს და პოლიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ზემოთ მიიწევს, მაგრამ საბოლოოდ მიხვდებიან, რომ ეს არის დიდი გირა, რომელიც ყველას დაეცემა თავზე და თავად მათაც გასრესს. ეკლესიის  ავტორიტეტი არის ხელოვნური და არა რეალური. შესაბამისად, პრობლემები ნელ-ნელა თავს იჩენს და მე, როგორც მოქმედი სასულიერო პირი, არ გამოვრიცხავ, სამომავლოდაც ამ პრობლემებზე საუბარს. სანამ სული მიდგას, ვისაუბრებ, ვიდრე ეს პრობლემები არ დასრულდება,“- განაცხადა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები