,,ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება”- ალეკო ელისაშვილი

,,ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება,”– ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

ელისაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები დამაზიანებელია.

„ასეთი განცხადებები დამაზიანებელია. ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება. სადღაც უნდა გაჩერდნენ ქართული და უკრაინული მხარეები. ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგან. ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი სირცხვილია ჩვენი და უკრაინის. არესტოვიჩიცპოდოლიაკიც და კიბახიძეც უნდა გაჩუმდნენ ორი კვირა მაინც და შემდეგ დაიწყონ ნორმალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

,,პრორუსმა მთავრობამ გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა”- ალექსეი არესტოვიჩი

მსგავსი თემები