,,ივანიშვილის კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე სანქციების სახით, თუ არ ჩამოსცილდება მმართველობას”- ხატია დეკანოიძე

,,ბიძინა ივანიშვილი კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე სანქციების სახით, იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ მიაჩნია რუსეთ ტერორისტულ სახელმწიფოდ.

„მას შემდეგ, რაც განკარგულება ძალაში შევა, უკრაინის სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მიმართავს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებზე, რომლებზეც არის ჩამონათვალი, კიდევ უფრო გაფართოვდეს სანქციები. მოგეხსენებათ, რომ ცივილიზებულ სამყაროში ამოქმედებულია ძალიან მნიშვნელოვანი მაკფოლი- ერმაკის სანქციების ჯგუფი, რომელიც რეალურად მუშაობს რუსეთთან კავშირების დადგენაზე, ასევე ინფორმაციის გაცვლაზე და შემდეგ უკვე ეს ჯგუფი, მის ქვეჯგუფებთან ერთად, გადასცემს ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც აამოქმედებს შემდეგ უკვე ამ სანქციების გაფართოებულ მექანიზმებს. მე მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი შეშფოთება და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად, საქართველოს მოქალაქეები, არაფორმალური მმართველის უშუალო წარმომადგენლები, ბიზნესინტერესების დამცველები, ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრები, მოხვდნენ კაბაევასთან, აბრამოვიჩთან და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იმ სიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და ეროვნულ ინტერესებს. ეს არის არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემა, არამედ ეს არის რეგიონის უსაფრთხოებისთვის პრობლემა და პირველ რიგში, ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი გამოწვევა იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

ასევე, მე მინდა ძალიან დიდი გულისტკივილით გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს სახელმწიფო არ არის მათი სამშობლო. „ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს სახელმწიფო არის ბიძინა ივანიშვილი, მამაცაშვილი, ივანიშვილის ძმა და მათი ფინანსური კაპიტალის დაცვა. ეს არის ყველაზე ძირგამომთხრელი საქმიანობა და ძირგამომთხრელი პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც მიჰყვება „ქართული ოცნება“, როდესაც ისინი აიგივებენ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს სახელმწიფოსთან. ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება, სანქციები გაფართოვდება, რეალურად ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა იდეოლოგიური საყრდენის გარეშე, რომელსაც არ მიაჩნია რუსეთ ტერორისტულ სახელმწიფოდ, ეს დაადასტურა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები