უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 429 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 429 ბავშვი ემსხვერპლა, 1 246-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 417, ხარკოვის ოლქში – 259, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 69, ლუგანსკის ოლქში – 64, მიკოლაევის ოლქში – 77, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში -68 ლასტროვის ოლქში – 64.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები