„რომ ნახავთ, რუსეთი წაიქცევა და პუტინს რომელიმე კოშკზე დაკიდებენ, რას აპირებთ ქართველებო?“ – გუბაზ სანიკიძე

„ახალი სამყარო იბადება. აგერ ნახავთ, ასე იქნება. რას აპირებთ, რას? სანამდე გინდათ ამ შიშში იცხოვროთ? რომ ნახავთ რომ რუსეთი წაიქცევა, რას აპირებთ ქართველებო“  – ასე მიმართავს გუბაზ სანიკიძე მმართველ გუნდს.

მისი თქმით ომს უკრაინა იგებს, რუსეთი კი დაიშლება.

„ძალიან მალე, ჩვენ მოვესწრებით რუსეთის, როგორც იმპერიალისტური სახელმწიფოს ნგრევას.  შეიძლება საერთოდ, დაიშალოს ან არ დაიშალოს, ან სულაც ნაწილობრივ დაიშალოს ან სახე იცვალოს.  უკრაინა იგებს ომს. რუსეთი რომ დაემხობა, პუტინს რომ კრემლის რომელიმე კოშკზე ჩამოკიდებენ, ან რომ გაიქცევა, მერე რას აპირებს ჩვენი ხელისუფლება და მოღალატეები? რას ვაპირებთ კავკასიაში რუსეთის გავლენებს რომ სხვა სახელმწიფოების გავლენები ჩაენაცვლება? ასე მაგრები ხართ ქართველებო რომ მოკავშირეები არ გინდათ? აგერ არის მებრძოლი ქვეყანა (უკრაინა), რომელმაც შეცვალა სამყარო.  ყველა იბრძვის – ბავშვი, ქალი, კაცი, პრეზიდენტი“ – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

მსგავსი თემები