„დაუწექი, შეუძვერი რუსეთს, თანამედროვე ქართველის ფსიქიკა“ – გუბაზ სანიკიძე

ალტ ინფოს“ ხელმძღვანელების მოსკოვში ვიზიტსა და შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს გუბაზ სანიკიძე მოღალატეობრივს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს რუსეთისთვის დაწოლა და გაწოლაა. საუბარია რუსულ პროექტზე, რომელიც მიხედვითაც, ქართველო ახალგაზრდები გადასამზადებლად რუსეთში გაემგზავრებიან. მთელ თანხას კი კრემლი გაიღებს.

„ის ახალგაზრდები, ვინც რუსეთში წასვლას აპირებს, წავიდეს. არც მაგნაირი სპორტსმენები გვინდა და არც მაგნაირი ახალგაზრდები. არანაირი მაგნაირი არ მინდა, რუსეთში რომ წავა გადასამზაებლად.  სამშობლოს ღალატი არის ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების წესი. დაუწექი, შეუძვერი რუსეთს. დრიხტიტაროდრახტიტარო, მიწის ზემოთ მაინც ვარო… ეს არის თანამედროვე ქართველის ფსიქიკა“ – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

.

მსგავსი თემები