გავრილოვის დღე და პარლამენტის შენობაზე შტურმს ღამე – გიორგი გახარია

  •  

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა, ამავდროულად, იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე. ეს განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქციის სხდომაზე გააკეთა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა 20 ივნისის ღამეს, არცერთი უკანონო ბრძანება გაცემულა.

„შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ დღეს, არცერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვიღებთ სრულად პასუხისმგებლობას და როდესაც დამატებით პასუხისმგებლობას ვიღებთ იმის სახით, რომ დღეს თქვენს წინაშე ვზივარ და პასუხებს ვცემ თქვენს კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ვართ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები“ – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

მსგავსი თემები