სომხეთი აზერბაიჯანს მორიგ პროვოკაციებში ადანაშაულებს  

სომხეთის პრემიერი აზერბაიჯანს მორიგ ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის დასაწყებად მიზეზებს ეძებს.

„აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტისას საკუთარ დარღვევებს მუდმივად სომხეთს ადანაშაულებს.  ეს და სხვა, აშკარად მიანიშნებს სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის ძიებაზე. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა მუდმივი საერთაშორისო მექანიზმი, აზერბაიჯანი კი შეთანხმების პრინციპებს არღვევს“, – აცხადებს  სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.

 

მსგავსი თემები