,,დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ირანისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. მისი თქმით, ეს იქნება მესიჯი ყველასთვის, რომ ვინც რუსეთს დაეხმარება იგრძნობს ამის ფასს.

,,დღეს, უკრაინა-ირანის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, მე მოვუწოდე ირანის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. მოთმინება აღარ შეიძლება, ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ახსნას და არგუმენტებს დიდი ხანია, თუმცა სიმართლის დამალვა შეუძლებელია და ეს სიმართლე დღეს კიევის სახლებში შეფრინდა. ამიტომ, დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო”, – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, დღეს დილით, რუსი ოკუპანტები  უკრაინის დედაქალაქს 28 ირანული დრონით დაესხნენ. ქალაქში 5 აფეთქება მოხდა.

 

მსგავსი თემები