„ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება“ – ენერგოომბუდსმენი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდცმენმა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც სალომე ვარდიაშვილმა აღნიშნა  ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება.

„როგორც კი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ეს იყო ელექტროენერგიით გამოწვეული შემთხვევა, დავინტერესდი, ხომ არ იყო მომსახურე კომპანიის ნაწილში რაიმე დარღვევა. ჩემი, როგორც ენერგოომბუდსმენის თემა გახლავთ ის, რომ კომპანიამ მოგვაწოდოს სათანადო მომსახურება, მათ შორის პირველ რიგში, უსაფრთხოებას ვგულისხმობ, მაგრამ აქ ჯერ ოფიციალური ახსნა-განმარტება მოსული არ არის, პირველივე ჯერზე გამოიკვეთა ის, რომ იყო ღიად დარჩენილი, თუ დაზიანებული სადენი, რომელსაც არ მიხედა იმ კომპანიამ, რომელსაც ევალებოდა.

ის, რომ იქ ელექტროენერგია გადის, ამაზე არავინ ვდაობთ. თავისთავად უნდა გადიოდეს, მაგრამ ეს არ არის როგორც „თელასის“, ასევე „თელმიკოს“ მოვლის საგანი. ეს არის უსაფრთხოების თემა, ვისაც ეს ევალებოდა, თუმცა, ამას გამოძიება დაადგენს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობა, ჩემ შემთხვევაში ვამბობ, პირველივე შემთხვევაში არ ჩანს, რადგან იქ მათ არ ევალებოდათ რაიმე ტიპის დაცვითი სამუშაოების წარმოება” , – განაცხადა ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარში“ .

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები