ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

13 წის მოზარდი, რომელიც ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს. მკურნალი ექიმის შეფასებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოზარდი მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა. ერთ-ერთი გოგონა, 13 წლის მარიტა კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები